Loading data...
აბას არაღჩი - ჩინეთსა და ირანს, აშშ-ის ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჩინეთსა და ირანს შეერთებული შტატების ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. 

„ჩინეთსა და ირანს აშშ-ის ბლოკადის გამო, უფრო კრეატიული გზების მოძიება უწევთ და ისინი სულ უფრო მეტად ეყრდნობიან საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტს. 

საზღვაო გზებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ჩინეთიდან საქონლის გატანისა და ქვეყანაში მისი შეტანისთვის ყურადღება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებსა და სახმელეთო სარკინიგზო დერეფნებზე (ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით) გადავიდა. 

ჩინეთი ირანის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს, ხოლო პეკინი კი თეირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია“, - აცხადებს აბას არაღჩი.