1769857647
უცხოეთი
აბას არაღჩი აშშ-ს: ჩვენი ბალისტიკური რაკეტები ადგილზეა, საკვანძო შესაძლებლობები კი განახლებული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანმა გასული წლის ივნისის სამხედრო დაპირისპირებიდან გაკვეთილი გამოიტანა, ხოლო ირანის საკვანძო შესაძლებლობები კი განახლებულია.
წინა ომიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოვიტანეთ და გამოცდილება დავაგროვეთ. ახლა ჩვენი ბალისტიკური რაკეტები ადგილზეა, ძალა ხელუხლებელია, საკვანძო შესაძლებლობები განახლებული. ჩვენ უკეთესად ვართ მომზადებულები.
ეს არის ყველაზე მკაფიო გზავნილი, რაც შეგვიძლია მივაწოდოთ შეერთებულ შტატებს. თუ ჩვენზე თავდასხმა განხორციელდება, პასუხი იქნება შოკის მომგვრელი, სწრაფი და ძლიერი კონტრდარტყმა“, - განაცხადა არაღჩიმ.