1749323017
უცხოეთი
40-ზე მეტი დაშავებული და ერთი დაღუპული - ზელენსკი ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმებს გამოეხმაურა

ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა. საჰაერო დარტყმები ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე - ახლოს ბავშვთა რკინიგზაც კია. ამას, სამხედრო თვალსაზრისით, არანაირი აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. უკვე სამ წელზე მეტია, რაც სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და ეს არ არის რაიმე სახის თამაში. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დაუსჯელად გრძნობს თავს. მშვიდობის დასამყარებლად რუსეთზე მკაცრი ზეწოლა გვჭირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.