Loading data...
28 წლის უკრაინელმა კაცმა ჯარში გაწვევისგან თავის არიდებისა და უკრაინის დატოვების მიზნით ცოლად 40 წლის სიდედრი შეირთო, რომელიც შშმ პირია

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ოჯახის შექმნის განზრახვის მიზნით სამი უკანონო შემთხვევა გამოვლინდა. 

უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის უკრაინელმა კაცმა 40 წლის სიდედრი, რომელიც I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირია, უკრაინის ტერიტორიის დატოვების მიზნით შეირთო ცოლად. 

ამავე ცნობით, ახალდაქორწინებულები  მკურნალობის მიზნით ვარშავაში გეგმავდნენ გამგზავრებას. 

„წყვილი“ სამკურნალოდ ვარშავაში აპირებდა გამგზავრებას. მათ სამსახიობო ოსტატობა ბოლომდე გამოიჩინეს და ირწმუნებოდნენ, რომ მათი „ქორწინება“ ივლისში შედგა. მოგვიანებით კი, კაცმა აღიარა, რომ მისი ახალი „მეუღლე“  სინამდვილეში თავისი სიდედრი იყო, რეალურად კი „ქორწინება“ უკრაინის დატოვების მიზნით „შედგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა სასაზღვრო გამშვებ პუნქ „კრაკოვეცზე“. ორივე „მეუღლეები“ ცოლის სამკურნალოდ მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის 41 წლის მკვიდრმა ცოლად მოიყვანა II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 46 წლის ქალი.

„მსგავსი მორიგი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მესაზღვრეებმა დაადგინეს, რომ 18 წლის ახალგაზრდა კაცმა 19 წლის გოგო შეირთო ცოლად, რომელიც დაბადებიდან შშმ პირია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სამივე შემთხვევაში, საქმე „უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა უკანონო გადაყვანის“ ბრალდებით აღძრეს.