264 კგ C4 და ტროტილი საზღვარზე - ლიბანის არმიამ სირიიდან მომავალი კონტრაბანდა დააკავა
ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ სირიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი 250 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს და 3 პირი დააკავეს.
როგორც მედია წერს, სამხედროებმა სულ 264 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 203 კილოგრამ C4-სა და 61 კილოგრამ ტროტილს.
კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით ადგილზე ლიბანის სამი მოქალაქე დააკავეს.
აღნიშნული ფაქტი წინ უსწრებდა ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის მკაცრ განცხადებას, რომელმაც ირანი ლიბანის საშინაო საქმეებში ჩარევასა და სახელმწიფო კონტროლს მიღმა მყოფი შეიარაღებული დაჯგუფებების მომარაგებაში დაადანაშაულა.
بتاريخ ٢١ / ١١ / ٢٠٢٦، نتيجة عمليات الرصد والمراقبة للحدود الشمالية والشرقية، ضبطت وحدة من الجيش في منطقة الدورة – مشاريع القاع حوالي ٢٦٤ كلغ من المواد المتفجرة (حوالي ٢٠٣ كلغ من مادة C4 و ٦١ كلغ من مادة TNT) المهرَّبة من الداخل السوري، وأوقفت المواطنين (ا.ف.) و(ز.ر.) و(ز.ر.) المشتبه بتورطهم في تهريبها. سُلّمت المضبوطات وبوشر التحقيق مع الموقوفين بإشراف القضاء المختص. #الجيش_اللبناني #LebaneseArmy https://t.co/fEGnGpHmiT
— الجيش اللبناني (@LebarmyOfficial) November 22, 2026