1758179902
უცხოეთი
18 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს - უკრაინული მხარე

18 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 48 დრონი გაანეიტრალეს.
17 სექტემბერს, 21:00 საათიდან, მოწინააღმდეგემ საჰაერო დარტყმები დაიწყო კურსკის, ორელის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებიდან 40-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის იყო.
წინასწარი მონაცემებით, 09:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში ჩამოაგდეს მტრის 48 პილოტო საფრენი აპარატი.
„მტრის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კვლავ ჰაერშია“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.