1773429977
უცხოეთი
10 მილიონამდე ჯილდო ელით პირებს, რომლებიც აშშ-ს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ლიდერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან
„10 მილიონამდე ჯილდო ელით პირებს, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ლიდერების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში 10 კონკრეტული პირია დასახელებული, მათ შორის, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეიცაა.
„გაქვთ ინფორმაცია ამ ტერორისტ ლიდერებზე? - გამოგვიგზავნეთ. ეს შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ ფულადი ჯილდო მიიღოთ“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Got information on these Iranian terrorist leaders?
— Rewards for Justice (@RFJ_USA) March 13, 2026
Send us a tip. It could make you eligible for a reward and relocation. pic.twitter.com/y7avkqdGWw