1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა
1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო = 1.96 ლევს.
პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „ევროს შემოღება ბულგარეთის ევროკავშირში ინტეგრაციის დასკვნითი ეტაპია - ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენი ათასწლოვანი კულტურის მიღწევებითა და ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური წვლილით ვიმსახურებთ“.
ბულგარეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა დიმიტარ რადევმა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილი დაიკავა.
„მივესალმები ბულგარეთს ევროს ოჯახში, ხოლო მმართველ რადევს - ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მაგიდასთან ფრანკფურტში“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.