Loading data...
„ზოგი თანამდებობის პირი ფრონტის სიახლოვეს არ ჩადის, მათთან სერიოზული საუბარი მექნება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ვიზიტით ჩავიდა და გაკვირვება გამოთქვა, ზოგიერთი ჩინოვნიკი ამ რეგიონში რომ არ ჩადის.

მისი თქმით, ჩინოვნიკების ნაწილი დონეცკში ნახევარი წლის განმავლობაში, ზოგი კი უფრო დიდი ხანია, რაც არ ყოფილა.

„ყველას მადლობელი ვარ, ვინც მართლა 100%-ით ყველაფერს აკეთებს დონეცკის რეგიონის გადასარჩენად. ცალკე საუბარი მექნება კიევში, კერძოდ, ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქაც უნდა იყვნენ და ფრონტის სიახლოვეს ყველგან, სადაც რთული ვითარებაა და ხალხს სასწრაფო გადაწყვეტილებები ესაჭიროება. გადაწყვეტილებები, რომლებიც უბრალოდ, კიევიდან არ ჩანს. გამიკვირდა, ზოგიერთი თანამდებობის პირი 6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში რომ არ არის აქ ნამყოფი. სერიოზული საუბარი მექნება მათთან და შესაბამის დასკვნებს გამოვიტან“, - აღნიშნა ზელენსკიმ პოკროვსკის რაიონიდან ვიდეომიმართვის დროს.