1746650053
კონფლიქტები
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ახალი დარტყმებით პასუხობს

რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ახალი დარტყმებით პასუხობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ მიგვაქვს უკან ეს წინადადებას, ამან შეიძლება დიპლომატიას შანსი მისცეს. თუმცა, სწორედ რუსეთისგან ხედავს მსოფლიო პასუხს - პასუხს, ახალი დარტყმებით. ეს ნათლად აჩვენებს და ცხადია, ყველასთვის, ვინ არის ომის წყარო. რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია და მათ ეს მოუწევთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება და ამას აგრესორი ქვეყანაც იგრძნობს.