ზელენსკი: რუსეთი ომს გააჭიანურებს, პუტინს მშვიდობა არ სჭირდება

რუსეთი ყველანაირად გააჭიანურებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. უკრაინას უკვე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენს დაზვერვას, ჩვენი პარტნიორების დაზვერვას აქვს ყველა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომს გააჭიანურებს. პუტინი უარს ამბობს ყველა შესაძლებლობაზე რეალური ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისთვის. მას არ სურს რეალური მშვიდობა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ ამბების ფონზე, უკრაინამ საკუთარი თავდაცვა უნდა გააძლიეროს, ხოლო უკრაინის პარტნიორებმა კრემლის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცრონ.
„პუტინი ომისა და მკვლელობისკენაა მიდრეკილი და მისი ასეთი დამოკიდებულების მიტოვება მხოლოდ რეალური ძალით შეიძლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენი თავდაცვა უკრაინაში საკმარისად ძლიერი იყოს“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრების უმეტესობა უკრაინის გაძლიერებას მიეძღვნა. ასევე, ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკმარისად გამკაცრებაზე.