Loading data...
ზელენსკი: დონბასს და იქ მცხოვრებ 200 000 უკრაინელს არასდროს დავტოვებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არასდროს დათმობს დონბასს, მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად.

„მინდა ნათლად განვაცხადო: მე არასდროს დავტოვებ დონბასს და იქ მცხოვრებ 200 000 უკრაინელს. რატომ უნდა გავაკეთო ეს? იმიტომ, რომ პუტინი ამას მშვიდობის პირობად აყენებს? და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ წამოაყენებს ახალ მოთხოვნებს? არა, ამას არ შევეგუები“, - განაცხადა ზელენსკიმ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ აქ საუკეთესო თავდაცვითი ციხესიმაგრეები მდებარეობს და თუ უკრაინა ჯარებს გაიყვანს, რუსებს ქვეყნის ცენტრისკენ თავისუფალი გზა ექნებათ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მიიღო აშშ-ის წინადადება ცეცხლის ხაზის გაყინვის შესახებ საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.

„თუმცა, რუსებმა უარი თქვეს და დონბასიდან ჩვენი ჯარების სრული გაყვანა სურთ. შემდეგ ამერიკელებმა ფრონტის ორივე მხარეს დემილიტარიზებული ზონებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა შემოგვთავაზეს. მე ვთქვი, რომ ეს ორივე მხარეს უნდა ეხებოდეს, მაგრამ რუსებმა თქვეს, რომ ეს მხოლოდ ჩვენს მხარეს უნდა შეხებოდა. ეს სიგიჟეა“, - აღნიშნა მან.