Loading data...
ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - BBC

დღეს, 18 აგვისტოს დილას რუსეთმა ზაპოროჟიეს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის თქმით, დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია. ამის შესახებ BBC იტყობინება. 

„ამასთან ერთად, ხარკოვის სამედიცინო ცენტრში დახმარების მსურველთა რიცხვი, ასევე, 24-მდე გაიზარდა“, - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური. 

როგორც მედია იტყობინება, ხარკოვის რეგიონში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, თავდასხმების შედეგად, 48 ადამიანი დაშავდა და 12 გარდაიცვალა.

რუსეთის ხელისუფლება თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს.