1755504510
უცხოეთი
რუსებმა ზაპოროჟიე ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს - იზრდება დაშავებულთა რიცხვი

18 აგვისტოს დილას რუსებმა ზაპოროჟიე ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს. მათი მიზანია ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ტელეგრამზე იტყობინება.
„რუსებმა ზაპოროჟიეზე დარტყმები დაიწყეს. ისინი ცდილობენ კონკრეტულად ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის განხორციელებას“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
მისივე თქმით, რუსების იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
მოგვიანებით, ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ექვსი ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ზაპოროჟიეს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, რუსებმა ხარკოვს და ოდესას შეიტიეს.