Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელებისთვის პოკროვსკის დაცვა ადვილი არ არის

რუსეთის ძალები დონეცკის ოლქის დობროპოლის მიმართულებით კონტროლის სრული დაკარგვის გამო შურისძიებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იტყობინება UNIAN-ის კორესპონდენტი.

„ჩვენი ოპერაცია გრძელდება. მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მათ სამხრეთით დაახლოებით 2.5-3 კილომეტრი მაინც გაწმინდეს. რუსეთი ხვდება, რომ იქ ინიციატივა მთლიანად დაკარგა და ჩვენ გვესმის, რომ ისინი შურისძიებისთვის ემზადებიან. ეს ნათლად ჩანს, ისინი ჯარებს აგროვებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან, ასევე, ისაუბრა პოკროვსკის გარშემო არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში მოწინააღმდეგეს წარმატება არ ჰქონია.

ან აღნიშნა, რომ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლის 30% პოკროვსკის რაიონში მიმდინარეობს. ამავდროულად, ამ მიმართულებაზე მოდის მართვადი საავიაციო ბომბების დაახლოებით 50%, რომლებსაც რუსები იყენებენ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი დამცველებისთვის პოკროვსკის დაცვა ადვილი არ არის.

მან დასძინა, რომ პოკროვსკში „რამდენიმე ასეული“ რუსი ოკუპანტია - 260-დან 300-მდე.

პრეზიდენტის თქმით, პოკროვსკში უკრაინის 425-ე მოიერიშე პოლკი მოქმედებს.

„ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ მათ აქვთ. ისინი საკმაოდ რთულ საბრძოლო ოპერაციებში არიან ჩართულნი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.