Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა

უკრაინის ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება შექმნის შესაძლებლობას გადადგას ნაბიჯები ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტზე განაცხადა. 

„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი - არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, - აღნიშნა  ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა.