Loading data...
უკრაინის გენშტაბი: უკრაინამ რუსეთში ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადასამუშავებელ და ორენბურგის გაზის გადამმუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძრები დაფიქსირდა. ეს ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის კომერციულ პროდუქტს აწარმოებს.

ასევე, დაზიანდა ორენბურგის ოლქში მდებარე ორენბურგის გაზის გადასამუშავებელი ქარხანა. საწარმოს ტერიტორიაზე, ასევე, დაფიქსირდა აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი.

გენერალურმა შტაბმა დასძინა, რომ დარტყმა, ასევე, განხორციელდა დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში საწვავისა და საპოხი მასალების ბაზაზე.

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ორენბურგის გაზის გადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც მსოფლიოში ამ ტიპის უდიდესი ობიექტია, იძულებული გახდა, შეეჩერებინა გაზის მიღება ყაზახეთიდან.