1756630956
კონფლიქტები
უკრაინის გენშტაბი: რუსული ძალების ზაფხულის შეტევა მთლიანად ჩაიშალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალების ზაფხულის შეტევა მთლიანად ჩაიშალა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ოკუპანტებმა ვერ შეძლეს უკრაინის ვერცერთ მსხვილ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება. მეორეს მხრივ, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა 290 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა (დაღუპული და დაჭრილი).
განადგურებული და დაზიანებული:
- 2 174 საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი
- 1201 ტანკი
- 7303 საარტილერიო სისტემები
- 157 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა
რუსეთი, სავარაუდოდ, „უკრაინის სარაკეტო ინდუსტრიის განადგურების“ შესახებ იუწყება, რაც პროპაგანდისტული ილუზიაა.