უკრაინის ევროპელი მხარდამჭერები რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ამზადებენ - POLITICO

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის სამიტზე მიემგზავრება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ გამოცხადდა“, - წერს POLITICO.
პარალელურად, ევროპელი ლიდერები სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ რუსეთისთვის. „პუტინი არ გამოჩნდა, რითაც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს, 20 მაისს ბრიუსელში მივიღებთ“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში ისაუბრა.
როგორც მედია იუწყება, ევროპელი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დღეს ალბანეთის დედაქალაქში ხვდებიან და მათი საუბრის ძირითადი თემა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების გზების ძიებასთან ერთად, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მკვეთრად გაზრდაზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე, რუსეთს იმპორტზე „სადამსჯელო ტარიფები“ დაუწესა, თუმცა სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებისგან თავი შეიკავა.