1776692412
კონფლიქტები
უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა
უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი მკვიდრი ახსარ ჯიოევი დაიღუპა. ის ცხინვალში დაკრძალეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ჯიოევთან გამოსამშვიდობებლად დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ.
„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით კიდევ ერთ გმირს, რომელმაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სიმამაცე გამოიჩინა. ძალიან ძნელია ასეთ დროს მოძებნო სიტყვები, რათა ეს დანაკარგი ახსნა და შეუძლებელია იპოვო ნუგეშის სიტყვები დაღუპულის ნათესავების მიმართ“, - განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ჯიოევმა.
ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ბრძანებულების მიხედვით, ახსარ ჯიოევს სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს მცველის“ მედალი მიენიჭა.