Loading data...
უკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკაციის მიზნით, ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ცხედრების რეპატრიაცია უკრაინამ სტამბოლში, 2 ივნისს რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეძლო. რუსეთი უკრაინას, მაშინ, 6 ათასამდე ცხედრის დაბრუნებას დაჰპირდა. 

11 ივნისიდან მოსკოვმა კიევს, უკვე, 4812 ცხედარი გადასცა.