1790764479
კონფლიქტები
ცხინვალში უაქციზო ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს
ცხინვალის სასურსათო მაღაზიაში ე.წ. ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 500 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ პროდუქციას აქციზური ნიშანი არ ჰქონდა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.