1791362916
კონფლიქტები
ცხინვალში მხუთავი გაზით მოწამვლის შემდეგ ქალი და მისი ორი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ცხინვალში ქალი და მისი ორი შვილი მხუთავი გაზით მოიწამლნენ. 41 წლის ქალი და მისი 5 და 17 წლის შვილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
წინასწარი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი გამათბობელს იყენებდა, საიდანაც მხუთავმა გაზმა გაჟონა.
ექიმების თქმით. მხუთავი აირით მოწამლული ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.