1789134723
კონფლიქტები
ცხინვალში 50 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 23 წლის კაცი სანადირო თოფით დაჭრა
ცხინვალის ე.წ. მილიციის წარმომადგენლებმა 50 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე 23 წლის ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფით დაჭრა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მარჯვენა მხარში აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ეჭვმიტანილი ნასვამი იყო. სანადირო თოფი ამოღებულია.
მიმდინარეობს გამოძიება.