Loading data...
ცხინვალში 4 ბიზნესმენი ე.წ. სასამართლოს წინაშე წარდგება

ცხინვალის სავაჭრო წერტილებში ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც ოთხი მეწარმე ე.წ. სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ცხინვალის ორ მაღაზიაში ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს უალკოჰოლო ენერგეტიკული სასმელები.

გარდა ამისა, ამოღებულია ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები. ასევე ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებმა რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი აღკვეთეს.

ამ პირთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ მასალები იყო შედგენილი და ის განსახილველად ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაეგზავნა.