Loading data...
ცხინვალის საავადმყოფოში მოზარდი გარდაიცვალა, რომელსაც ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული

15 წლის მოზარდი, რომელიც ცეცხლსასროლი ჭრილობით  ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო ჰოსპიტალიზებული, გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„პაციენტი საავადმყოფოში მიიყვანეს თავში ცეცხლსასროლი ჭრილობის დიაგნოზით. მას ჰქონდა თავის ტვინი დაზიანებული. აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა და ჰემატომა, ასევე თავის ძვლის დაზიანება“, - განაცხადეს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში.

ცხინვალის უწყებაში განაცხადეს, რომ მედიკოსების ყველა მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.