1771935296
კონფლიქტები
ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დააჯარიმა და ქართულ მხარეს გადასცა
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, 37 წლის კონსტანტინე აბაიშვილი დააჯარიმა და ქართულ მხარეს გადასცა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ოსური მხარის ცნობით, სოფელ წითელუბნის მკვიდრი აბაიშვილი 2026 წლის 20 იანვარს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს.
ე.წ. სასამართლოს ცნობით, საქართველოს მოქალაქემ საოკუპაციო ხაზი განზრახ გადაკვეთა. საქართველოს მოქალაქის დაჯარიმების და ოკუპირებული რეგიონიდან გაძევების გადაწყვეტილება ე.წ. სასამართლომ 24 თებერვალს მიიღო.