Loading data...
ცხინვალის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში განგაში გამოცხადდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამ ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნა იყო შემოწმებული. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირადმა შემადგენლობამ და სამორიგეო ნაწილმა დავალება სრულად შეასრულეს.

როგორც ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, იური იაროვიცკიმ განაცხადა, მომავალში მსგავსი შემოწმებების დროს სამხედრო ტექნიკა და საშტატო შეიარაღებაც იქნება გამოყენებული.

„მსგავსი მოულოდნელი შემოწმებები რეგულარულად ტარდება, რათა თავდაცვისუნარიანობა მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული“, - აცხადებენ ცხინვალში.