1792055584
კონფლიქტები
ცხინვალის ბავშვთა კლინიკაში მოზარდი გარდაიცვალა
ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
როგორც ცხინვალის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გულის ფუნქციის მწვავე დარღვევა იყო. გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მოზარდი კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისი მოყვანის დროს ერთადერთი ჩივილი მუხლის არეში ტკივილი იყო.
ცხინვალის კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდს ყველა აუცილებელი კვლევა, ანალიზი და მკურნალობა ჩაუტარდა და ის ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი ე.წ. პროკურატურას გადაეცა და მოხდება ტრაგიკული ფაქტის შემოწმება.