Loading data...
„ტრანსკამი“ სატვირთო ავტომობილებისთვის დაიხურა

ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი, რომელიც ცხინვალს ვლადიკავკაზთან აკავშირებს, სატვირთო ავტომობილებისთვის დაიხურა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია, ვინაიდან სატვირთო და დიდი გაბარიტების ავტომობილებისთვის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა შეუძლებელია.

ძლიერი თოვის გამო „ტრანსკამზე“ ზვავსაშიშროება შეიქმნა.