Loading data...
თეირანიდან მოსახლეობა გაქცევას ცდილობს, რის გამოც გზებზე საცობი შეიქმნა - THE TIMES OF ISRAEL

თეირანს მოსახლეობა ტოვებს და ცდილობს, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს შეაფაროს თავი. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL გვიყვება. 

დედაქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგია მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო დარტყმები ისლამური რესპუბლიკის მასშტაბით, სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე, მესამე დღეა გრძელდება. თეირანის საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეტრო და ავტოსადგომები, შესაძლოა, თავშესაფრად იქნეს გამოყენებული. 

მცხოვრებლებზე დაყრდნობით, CNN აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალებში ჩანს, თუ როგორ იტბორება თეირანის ქუჩები კანალიზაციის მილების აფეთქების შედეგად. მომხდარს ირანული მედიაც ადასტურებს.

რაც შეეხება ისრაელს, ჯერჯერობით, ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.