1766583503
კონფლიქტები
თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ე.წ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
თამარ მეარაყიშვილს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მეარაყიშვილთან შეხვედრის უფლება არც ჟურნალისტებს, არც მის მშობლებს არ მისცეს.
მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები შესაბამის მხარეებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. ისინი მომხდარს საგანგაშო მოვლენას უწოდებენ და სიტუაციის მოგვარებისთვის კონტაქტებს აგრძელებენ.
თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში 22 დეკემებრს დააკავეს.