1766578269
კონფლიქტები
სოხუმში მკვლელობაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სოხუმის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მკვლელობაში ბრალდებულს რუსლან ნარმანიას. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ნარმანია დამნაშავედ ცნეს ადამიანის მკვლელობაში, რაც ჯგუფურად იყო ჩადენილი, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-ტარება-შენახვაში.
გამოძიების ცნობით, 2024 წლის 8 დეკემებრს რუსლან ნარმანია ა.შ. ჯოპუას საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჩლოუში მდებარეობს. როდესაც ნარმანია ჯოპუას სახლში შევიდა, მან უკანასკნელი საძინებელ ოთახში აღმოაჩინა და მას 15-ჯერ ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ჯოპუა გარდაიცვალა.
ნარმანიამ სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.