Loading data...
სოხუმის სანაპიროზე არქეოლოგიური გათხრები გრძელდება

სოხუმის სანაპიროს ისტორიულ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. ის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე თარბამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

მისივე თქმით, არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება.

„პრაქტიკულად ყველა კომუნიკაცია მზად არის. ამჟამად გრანიტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია მონაკვეთზე კაფე „დემიდან“ სოხუმის ციხესიმაგრემდე“, - განაცხადა თარბამ.

სოხუმის ციხესიმაგრის სიახლოვეს ორგანიზებულია სპეციალური ადგილი, სადაც ტურისტები არქეოლოგიური გათხრების დათვალიერებას შეძლებენ, ამისთვის შექმნილია დროებითი ხიდი და სპეციალური პანორამული მოედნები.