1778056548
კონფლიქტები
სოხუმის ე.წ. თავდაცვის მინისტრად ბესლან ცვიჟბა დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის „თავდაცვის მინისტრად“ ბესლან ცვიჟბა დაინიშნა. ამის შესახებ Apsadghil.info იუწყება.
შესაბამისი ბრძანებულება სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ გამოსცა.
ცვიჟვა მსახურობდა საბჭოთა ჯარში, შემდეგ აფხაზურ გვარდიაში და აფხაზური ფორმირებების მხარეს, 1992-1993 წლის ომში მონაწილეობდა.
1994 წლიდან ბესლან ცვიჟბა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სარდალი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი.
ცვიჟბას წოდებაა გენერალ-ლეიტენანტი.