Loading data...
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი გუნბა რუს მსახიობს, ბეზრუკოვს შეხვდა, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა აფხაზეთში მყოფ რუს მსახიობს სერგეი ბეზრუკოვს შეხვდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ბადრა გუნბას თქმით, ცნობილი რუსი მსახიობების და კულტურის მოღვაწეების ვიზიტები სოხუმში აფხაზეთსა და რუსეთს შორის მტკიცე შემოქმედებითი კავშირების შესახებ მიუთითებს.

გუნბა ასევე ამბობს, რომ სოხუმში ფესტივალის, „ბდფ-ს ექოს“ ჩატარებას მომავალი თაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნბამ ბეზრუკოვს მადლობა გადაუხადა, რადგანაც სწორედ მისი გადაწყვეტილებით ფესტივალი წელს აფხაზეთში ტარდება. გასულ წელს ის ნორვეგიაში გაიმართა.

სერგეი ბეზრუკოვის თქმით, ის აფხაზეთში პირველად ჩავიდა. ბეზრუკოვმა გუნბას აცნობა ფესტივალის დატვირთული პროგრამისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.