Loading data...
სერგეი კირიენკო სოხუმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სოხუმში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ბადრა გუნბას შეხვდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

გუნბამ და კირიენკომ სოხუმის აეროპორტი მოინახულეს, სადაც სამხატვრო კონკურსის ფინალისტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს რეგულარულად ჩადის, რადგანაც ის კრემლში აფხაზეთის მიმართულების კურატორად დაასახელეს.