საუკეთესო წამალი მშვიდობაა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ორგანიზაციის გუნდებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ღაზაში „ოპერაციების გაფართოება“ დაიწყეს.
გებრეისუსი აღნიშნავს, რომ ჯანმომ უკვე გაგზავნა საგანგებო გუნდი ქალაქ ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოში, რათა გაეძლიერებინა „ქირურგიული და გადაუდებელი დახმარება“.
მისი თქმით, ღაზაში სამედიცინო მარაგის რვა სატვირთო მანქანა შევიდა, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობები და მედიკამენტები სამხრეთ ღაზას ნასერის საავადმყოფოში გადაიტანეს.
„ღაზას ჯანდაცვის სისტემის რეაბილიტაცია და აღდგენა აუცილებელია“, - განაცხადა მან.
„ეს კრიზისი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უკეთ ავაშენოთ: უფრო ძლიერი, სამართლიანი და ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებული სისტემა. საუკეთესო წამალი მშვიდობაა“, - დასძინა მან.