1757513416
კონფლიქტები
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუსი ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კორაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.