1762970986
კონფლიქტები
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ
რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ.
როგორც „ტასი“ იტყობინება, რუსეთის მთავრობამ გაამარტივა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეების მქონე ადამიანებისთვის.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მცხოვრებლებს რუსული პასპორტის პირველად მისაღებად ან განახლებისთვის რუსეთში წასვლა აღარ დასჭირდებათ“, - წერს რუსული მედია.
ამასთან, რუსული მედია აღნიშნავს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები ოკუპირებულ რეგიონებში განლაგდებიან, რათა რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარონ.