Loading data...
Russia Today-მ სოხუმში მედიასკოლა გახსნა

რუსეთის ტელეკომპანია Russia Today-მ ოკუპირებულ აფხაზეთში მედიასკოლა გახსნა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ტელეკომპანიის წარმომადგენლები სოხუმსა და გაგრაში ორი დღის განმავლობაში მასტერკლასებს ჩაატარებენ. ისინი მსმენელებს ტელეეთერში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე მოუყვებიან ტრენდულ ვიდეოფორმატებთან და ახალი ამბების კონტენტთან მუშაობის სპეციფიკაზე.

სასწავლო კურსს ატარებს RT International-ის სამსახურის უფროსი, მარია ზელერანსკაია. მან წაიკითხა კურსი, თუ როგორ არის შესაძლებელი მაყურებლის ყურადღების შენარჩუნება და, ამასთანავე, ობიექტურობის უზრუნველყოფა.

მსმენელები ორდღიანი ინტენსიური კურსის შედეგად სერტიფიკატებს მიღებენ. ყველაზე აქტიური მსმენელები მოსკოვში RT-ის რედაქციაში სტაჟირებას შეძლებენ.