Loading data...
რუსეთში ოქტომბრის დასაწყისიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან 2175 ტონა მანდარინი გაიტანეს

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 2175 ტონა მანდარინი გაიტანეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

შარშან ანალოგიურ პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში 1670 ტონა მანდარინი იყო გატანილი. ასევე რუსეთში მოხდა 648 ტონა ფეიხოას, 105 ტონა ხურმის და 100 ტონა ლიმონის მიწოდება.

სოხუმის ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სეზონის დასრულებამდე რუსეთში საერთო ჯამში 33 ათასი ტონა მანდარინის გატანა იგეგმება.