Loading data...
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, დაახლოებით, 200 დრონი გაუშვა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, დაახლოებით, 200 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 119-ის განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს

რუსეთის მთავარი სამიზნე პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი იყო. ღამის განმავლობაში, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. 

დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.