1766743665
კონფლიქტები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ორი ტროლეიბუსი გაუგზავნა
სოხუმში რუსეთიდან ორი ტროლეიბუსი ჩაიყვანეს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს სანკტ-პეტერბურგის მერიამ გადასცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ლოგისტიკური პრობლემების გამო ტროლეიბუსების ჩაყვანა გარკვეული დროით გაიწელა. კიდევ რვა ტროლეიბუსის მიწოდება ზამთრის ბოლომდე იგეგმება.
მანამდე პრესკონფერენციაზე სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ აგრბამ განაცხადა, რომ ტროლეიბუსის ძველი მარშრუტების აღდგენა იგეგმება, რაც სოხუმის ცენტრს მიკრორაიონებთან დააკავშირებს.