Loading data...
რუსეთმა კიევზე, ომის დაწყებიდან, ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ კიევზე რაკეტებით ყველაზე ძლიერი დარტყმა განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც მონიტორინგის რესურსებს ეყრდნობა, ერთ საათზე ნაკლებ დროში, კიევის მიმართულებით 41 ბალისტიკური რაკეტა - მათ შორის „ისკანდერ-მ“-ი, „ცირკონი“ და ს-400-ის კომპლექსის რაკეტები და 125 დრონი გაუშვეს.

დამკვირვებლების მონაცემებით, ეს არის რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ერთდროულად გამოიყენეს კიევის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მთელი პერიოდის განმავლობაში. დარტყმები იმხელა ძალის იყო, რომ დედაქალაქის ცენტრში გაჩერებული ავტომობილების სიგნალიზაციები ჩაირთო.

თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, სუპერმარკეტს, საერთო საცხოვრებელსა და საცხოვრებელ სახლებს. დედაქალაქის მაშველების ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 16 კი დაშავდა.