Loading data...
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - CNN

უკრაინის დედაქალაქს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. ინფორმაციას CNN გვაწვდის. 

ქალაქის მიმართულებით მოსკოვმა, ასევე, ფრთოსანი რაკეტები და დრონები გაუშვა. ადგილზე მყოფმა CNN-ის გუნდმა დაადასტურა, რომ აფეთქებების ხმა მუდმივად ისმოდა. 

„კიევში, ისევ, აფეთქებების ხმა ისმის. დედაქალაქზე შეტევა გრძელდება. ქალაქის თავზე რაკეტები დაფრინავს“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში.