Loading data...
რუსეთმა ხარკოვის ოლქის სოფელ ლუკიანკაში სასწავლო დაწესებულება დაბომბა, დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ლუკიანკაში სასწავლო დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც სინეგუბოვი აცხადებს, დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა.