რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მაღაროში მიწისქვეშ 192 მუშა იმყოფებოდა. მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუსი ჯარების მიერ ეს კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა.
„გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს, მტერმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. თავდასხმის დროს მიწისქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. ჩვენი კოლეგების ევაკუაცია გრძელდება. ეს მტრის მიერ კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა“, - ნათქვამია დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის განცხადებაში.