რუსეთმა დაასრულა „სააღდგომო ზავი“ და უკრაინას პირობების დარღვევაში ადანაშაულებს - RBC-Ukraine

რუსეთმა დაასრულა „აღდგომის ზავი“და განაგრძო ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ RBC-Ukraine რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მედია წერს, სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, რომელიც ძალაში იყო 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე, რუსეთმა გამოაცხადა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ჯარები ამ პერიოდის განმავლობაში „მკაცრად იცავდნენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, განაგრძობდნენ დაბომბვას, კერძოდ საარტილერიო დარტყმებს რუსული ჯარების პოზიციებზე.