რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ!

„10 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, არის მსხვერპლიც“, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რის შესახებაც ინფორმაციას ადგილობრივი მედია გვაწვდის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის სამხრეთ რეგიონზე, სარატოვზე იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა რამდენიმე სახლი და სამრეწველო ობიექტი.
ოლქის გუბერნატორის რომან ბუსარგინის თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, რამაც მოსახლეობის ევაკუირება გამოიწვია. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილები.
პარალელურად, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევმა იერიში სარატოვის ერთ-ერთ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
ამ ეტაპზე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სარატოვში ფრენები შეჩერებულია.